"თიბისი ბანკი" მომხმარებელს საქართველოში პირველად, დისტანციური საბანკო მომსახურების - მობაილ ბანკის სპეციალურ ვერსიებს შესთავაზებს.
როგორც "ნიუსპრესს" თიბისი ბანკიდან აცნობეს, მომსახურება - მობაილ ბანკი iPhone-ებსა და Android ტელეფონებისთვის იქნება განკუთვნილი.
მობაილ ბანკი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან დაუკავშირდეს ბანკს და მისთვის სასურველი ტრანზაქცია განახორციელოს. ასევე, მიიღოს უამრავი საბანკო და ფინანსური ინფორმაცია, შეამოწმოს საკუთარი ანგარიშები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და სხვა.
მობაილ ბანკით სარგებლობა უფასოა და სპეციალურ რეგისტრაციას საჭიროებს.
iPhone-ებისა და Android ტელეფონებისთვის შექმნილი სპეციალური აპლიკაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 2012 წლის მაისში გახდება. წლის ბოლომდე კი, ახალი მობაილ ბანკით სარგებლობას ქართულ ბაზარზე არსებული მობილური ტელეფონების უმრავლესობა შეძლებს.
