გიორგი ახვლედიანი დეპუტატებს ნაკვეთების მოხვნის საფასურის საკითხით დაინტერსებისკენ მოუწოდებს
გიორგი ახვლედიანი დეპუტატებს ნაკვეთების მოხვნის საფასურის საკითხით დაინტერსებისკენ მოუწოდებს
14:13 10.04.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მთავრობის მიერ ქვეყანაში  შემოყვანილი ტრაქტორები გლეხებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
აღნიშნული განცხადება ახვლედიანმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და დეპუტატებს მოუწოდა დაინტერესდნენ - რატომ გაორმაგდა შიდა ქართლში ნაკვეთების მოხვნის საფასური.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, გასულ წელს, მიწის მოხვნის ფასი 1 ლარს არ აღემატებოდა, თუმცა, წელს გლეხებს ერთი მეასედის მოხვნაში 2-2,5 ლარს სთხოვენ.
ახვლედიანმა აღნიშნა, რომ მოხვნის საფასური თავდაპირველად აგრო სერვის-ცენტრებში გაიზარდა და შემდგომში 2 ლარიანი ტარიფი კერძო სექტორმაც დააწესა.
"ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თქვენს მიერ შემოყვანილი ტრაქტორები გლეხებისთვის სრულიად ხელმიუწვდომელია. თუ ზომები არ გატარდა, მიწის დამუშავების საფასურის გაზრდას აუცილებლად მოჰყვება მათ მიერ მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაძვირება" - განაცხადა ახვლედიანმა.
მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მთავრობა საწვავის ფასის რეგულირებაში ვერ ჩაერევა, საქართველოს კი - საბადოები არ გააჩნია.

ბეჭდვა