საქართველოსა და სერბეთს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობა მყარდება.
აღნიშნულის შესახებ ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა.
"საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება გაფორმდება.
ბრძანებულების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძეს სერბულ მხარესთან შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭა.
