"ახალგაზრდა ფინანსისტები" ქვეყანაში ბიზნეს–გარემოს გაუარესების მიზეზებზე ისაუბრებენ
"ახალგაზრდა ფინანსისტები" ქვეყანაში ბიზნეს–გარემოს გაუარესების მიზეზებზე ისაუბრებენ
18:09 09.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ბრიფინგს გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" ორგანიზაციიდან აცნობეს, ბრიფინგი თემაზე - "რატომ ვერ მოხვდა საქართველო ბლუმბერგის ვერსიით, ბიზნესის კეთების სიმარტივით, მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის და რა არის მოსალოდნელი საფრთხეები საარჩევნო კამპანიისგან მომდინარე არასტაბილურობის პერსპექტივის გათვალისწინებით" გაიმართება.
"აფბას" წარმომადგენლები საქართველოში ბიზნეს–გარემოს გაუარესების გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრებენ.
"აფბას" წარმომადგენელთა აზრით, ქვეყანაში ბიზნეს–გარემო გაუარესდა. მათი თქმით, ამის გამომწვევი მიზეზებიც არსებობს და საფრთხეებიც.



ბეჭდვა