სტეფანწმინდაში ახალი სასტუმრო გაიხსნება
სტეფანწმინდაში ახალი სასტუმრო გაიხსნება
16:06 09.04.2012
სტეფანწმინდაში ახალი სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" შენდება.
პროექტის მიხედვით, სასტუმრო 4 სართულზე განთავსდება და 156 სასტუმრო ნომერს  გააერთიანებს.
"რუმს ყაზბეგის" მშენებლობა დაახლოებით თვენახევარში დასრულდება. მასში მსურველებისთვის სამორინეც მოეწყობა.
სასტუმრო კომპლექსში დაახლოებით 250 მოქალაქე დასაქმდება.
ახალი სასტუმრო მთლიანად ქართული ინვესტიციით შენდება და იგი პირველ დამსვენებლებს ივნისში მიიღებს.


ბეჭდვა