მიმდინარე კვირაში პარლამენტი პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებს დაამტკიცებს. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებზე დეპუტატები
მეორე და მესამე მოსმენით იმსჯელებენ და მას კენჭს უყრიან.
აღნიშნული ცვლილებები იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებს უკვე გააცნეს.
პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, კანონში "დაკავშირებული პირის" ცნება აღარ იქნება. ასევე, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო, კონტროლის პალატას უფლება აღარ ექნება პირს შეზღუდვები დაუწესოს. შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა.
