სატრანსპორტო მომსახურების ფასი ერთ წელში 19,3 პროცენტით გაიზარდა
სატრანსპორტო მომსახურების ფასი ერთ წელში 19,3 პროცენტით გაიზარდა
12:31 08.04.2012
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში მიმდინარე წლის მარტში -2,2
პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში ყველაზე მეტად 7,5 პროცენტით შემცირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები, მათ შორის ხილი და ყურძენი 34,3%-ით გაიაფდა, ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილი და სხვა ბოლქვოვანები - 17,8%-ით, ხოლო შაქარი და სხვა ტკბილეული -14,4%-ით.

ამასთან, ერთ წელში ხორცი და ხორცის პროდუქტები 10,9 პროცენტით გაძვირდა.

11,9 პროცენტით გაიზარდა ფასი ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, მათ შორის 19,3 პროცენტით მოიმატა სატრანსპორტო მომსახურების ღირებულებამ.

ბეჭდვა