მარტში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციებმა 39 680 შეადგინა
მარტში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციებმა 39 680 შეადგინა
14:15 06.04.2012
უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით, მარტში 39 680 შეადგინა.
როგორც „ნიუსპრესს“ საჯარო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წლის მარტში, 2007 წლის მარტთან შედარებით ტრანზაციათა რიცხვი 26.2%-ით, 2008 წელთან შედარებით 38.8%-ით, 2009 წელთან შედარებით 51.0%-ით, 2010 წელთან შედარებით 11.2%-ით, ხოლო 2011-თან 29.1%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის მარტში, თებერვალთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.4%-ითაა მომატებული. ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებზე.

ბეჭდვა