"საქსტატმა" საწარმოთა საქმიანობის 2012 წლის I კვარტალის გამოკვლევა დაიწყო
"საქსტატმა" საწარმოთა საქმიანობის 2012 წლის I კვარტალის გამოკვლევა დაიწყო
11:46 06.04.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საქმიანობის 2012 წლის I კვარტალის გამოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქსტატიდან აცნობეს.
"საქსტატის" ბიზნეს სტატისტიკის სამმართველო საწარმოებში პროდუქციის ბრუნვას, გამოშვებას, დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობას, საშუალოთვიურ ხელფასს, ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციებს, შემოსავლებსა და ხარჯებს გამოიკვლევს.
მათივე ინფორმაციით, გამოკვლევას ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი საწარმო ექვემდებარება, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოების გამოკვლევა შერჩევით ხორციელდება. სულ დაახლოებით 9 000-მდე საწარმოს გამოკვლევა მოხდება.
"საქსტატი" ბიზნეს სექტორის 2012 წლის I კვარტლის საქმიანობის ამსახველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს 2011 წლის 4 ივნისამდე გამოაქვეყნებს.

ბეჭდვა