ZARA-ს ბრენდის პირველ ოფიციალურ მაღაზიას დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა და Inditex-ის საუდის არაბეთის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი იასინ სიბარი გახსნიან.
სპეციალურად სტუმრებისთვის ესპანელი მოცეკვავეების შესრულებით Flamenco Show და ZARA-ს საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება გაიმართება, სადაც სტუმრებს პროდუქციის შეძენის საშუალებაც ექნებათ.
ZARA-ს მაღაზია „თბილისი მოლში“ იხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ZARA-ს საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, ბრენდი მომხმარებლებს მოდის უახლეს ტენდენციებს შესთავაზებს. კოლექცია მაღაზიაში ორ კვირაში ერთხელ განახლდება.
