საქართველოს ბაზარზე კომპანია "ვენდის" შემოსვლას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დადებითად
აფასებს და აღნიშნავს, რომ "ვენდის" პროდუქციის გამოჩენა საქართველოში დადებითი საინვესტიციო გარემოს არსებობაზე მიუთითებს.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში", "ვისოლ ჯგუფსა" და "ვენდის" შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ვენდი" "ვისოლ ჯგუფთან" ერთად საქართველოში 25 რესტორნის გახსნას აპირებს, რითაც ასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
"მაკდონალდსში" 60-დან 100-მდე ადამიანია დასაქმებული. იგივე მოხდება "ვენდის" რესტორნების შემთხვევაში. ეს არის სიდიდით მეორე რესტორნების ქსელი "მაკდნალდსის" შემდეგ და ვფიქრობ, ასეთი ტიპის კომპანიის გამოჩენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ქობალიამ.
"ვისოლსა" და "ვენდის" შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია "ქორთიარდ მარიოტში" ამ წუთებში მიმდინარეობს. მას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც ესწრებიან.
მულტინაციონალური კომპანია "ვენდი" ამერიკასა და ევროპის 27 ქვეყანაში სწრაფი კვების 6 500 ობიექტს ფლობს.
