თემაზე - "კორპორატიული და საგადასახადო რეფორმები: კანონმდებლობა, პრაქტიკული გამოცდილება" ხვალ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ქართულ-უკრაინული მრგვალი მაგიდა გაიმართება.
საქართველოს და უკრაინის წამყვანი იურიდიული ფირმების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ერთმანეთს რეფორმების შედეგად მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და თანამშრომლობის პერსპექტივებს დასახავენ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები უკრაინის საგადასახადო სისტემისა და საქართველოში მიმდინარე საგადასახადო რეფორმების; საქართველოს და უკრაინის კორპორატიული კანონმდებლობის თავისებურებების; საქართველოს სასამართლო რეფორმისა და სახელმწიფო მოწყობის; უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის; საქართველოსა და უკრაინაში საადვოკატო საქმიანობის რეგულირების საკითხებს განიხილავენ.
