კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ დაარსებული ყოველწლიური კონკურსი „ჩემი ბორჯომი“ იწყება.
კონკურსთან დაკავშირებით, დღეს კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ლევან ბაღდავაძემ და თბილისის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორებმა კონკურსის პირობებზე ისაუბრეს.
პროექტის მიზანი, სტუდენტების წახალისება და მათთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობის მიცემაა.
საკონკურსო დავალებას, რომელიც მარკეტინგული ხასიათის იქნება, კომპანიის გენერალური დირექტორი განსაზღვრავს.
სტუდენტური გუნდების ნამუშევარს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მისი საპრიზო ფონდი 10 000 აშშ დოლარია.
პროექტი „ჩემი ბორჯომი“ უკვე მეორე წელია ტარდება. წელს კონკურსში თბილისის 10 უნივერსიტეტის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
მაისში, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ კონკურსში მონაწილე გუნდებს ბორჯომში გაცნობით ტურზე წაიყვანს, სადაც სტუდენტებს დავალება მიეცემათ. ზაფხულის სამთვიან პერიოდში, მათ პრეზენტაციები უნდა მოამზადონ. სექტემბერში კი, ნამუშევრებს ჟიურის წინაშე წარადგენენ, რომლის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება.
