2012 წლის მარტში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა ინდივიდუალური მეწარმის სახით დარეგისტრირდა.
როგორც "ნიუსპრესს" საჯარო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ინდივიდუალური მეწარმის სახით 2 836 სუბიექტია რეგისტრირებული. მათგან 67.9% ინდმეწარმეა, ხოლო 29.4% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საზოგადოება.
რეესტრის ცნობით, ბიზნეს სუბიექტთა 97.3% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.
გასულ თვეში ქვეყანაში 102 არასამეწარმეო იურიდიული პირი დარეგისტრირდა, რომელთაგან 5 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 3 სააქციო საზოგადოება, 2 კოოპერატივი, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალია.
