2012 წლის იანვარში, საქართველოში ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობა შემოვიდა.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარში, საქართველოში 227 006 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით მეტია. ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან შემოვიდა, რომლის საერთო რაოდენობა 93 516-ია, ხოლო ყველაზე ცოტა, საბერძნეთიდან _ 878.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტაბილურად მოიმატა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ მეზობელი ქვეყნებიდანაც. მათი საშუალო მატების ტემპი 37%-ია.
2012 წლის იანვარში, საქართველოში ჩამოსული ტურისტების პროცენტული მატების მიხედვით, ქვეყნების პირველი ათეულიც კი გამოვლინდა: თურქეთიდან 93 516 ტურისტი შემოვიდა, სომხეთიდან _ 36 856, აზერბაიჯანიდან _ 58 698, რუსეთიდან _ 17 227, უკრაინიდან _ 3 423, ირანიდან _ 2 411, აშშ-დან _ 1 853, გერმანიიდან _ 981, ყაზახეთიდან _ 897, საბერძნეთიდან _ 878 ტურისტი.
