2012 წლის მარტში, ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 179 შეადგინა.
როგორც "ნიუსპრესს" საჯარო რეესტრიდან აცნობეს, მათგან 97.5% სამეწარმეო
სუბიექტია, ხოლო 2.5% კი - არასამეწარმეო.
2012 წლის მარტში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 12.4%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.
განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით. მარტში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 5%-ითაა მომატებული, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 24.3%-ით შემცირებული.
