"აირზენა" წლის რჩეული ბრენდი გახდა
"აირზენა" წლის რჩეული ბრენდი გახდა
10:48 05.04.2012
ავიაკომპანია "აირზენა" გასული წლის "რჩეული ბრენდი" გახდა.
"ოქროს ბრენდის" რიგით მეშვიდე დაჯილდოებაზე 2011 წლის საუკეთესო კომპანიებს შორის  ნომინაციაში - "რჩეული ბრენდი - ავიაკომპანია" სწორედ "აირზენამ" გაიმარჯვა.
ავიაკომპანია გუშინ სასტუმრო "რედისონში" დაჯილდოვდა.
"აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, კომპანია ეროვნულ საქმეს ემსახურება და მნიშვნელოვანია, რომ მისი მუშაობა დაფასდა.
"ავიაცია საკმაოდ რთული დარგია. სასიხარულოა, რომ "აირზენას" მუშაობას აფასებენ. ეს ჩვენთვის სტიმულია იმისთვის, რომ საქმიანობა მომავალშიც წარმატებით გავაგრძელოთ" - განაცხადა გიორგობიანმა.
"ოქროს ბრენდი 2011"-ის ფარგლებში ავიაკომპანიის მუშაობას ბიზნეს ექსპერტების ჯგუფი ერთი წელი აკვირდებოდა. დაჯილდოვების შედეგად სხვადასხვა ნომინაციაში 27 გამარჯვებული გამოვლინდა.

ბეჭდვა