კომპანია „ვენდი“ და „ვისოლ ჯგუფი“ მემორანდუმს გააფორმებენ
კომპანია „ვენდი“ და „ვისოლ ჯგუფი“ მემორანდუმს გააფორმებენ
17:48 04.04.2012
მულტინაციონალური კომპანია „ვენდი“ „ვისოლ ჯგუფთან“ ხვალ მემორანდუმს გააფორმებს.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, „ვენდი“ საქართველოსა და აზერბაიჯანში სწრაფი კვების რესტორნების ქსელის განვითარებას იწყებს.

იგი „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად მომავალი 10 წლის მანძილზე სწრაფი კვების 25 რესტორანს გახსნის.

პირველ ეტაპზე, სწრაფი კვების რესტორნების ქსელის - „ვენდის“ განვითარება საქართველოში მოხდება.

კომპანია ამერიკასა და ევროპის 27 ქვეყანაში 6 500 სწრაფი კვების რესტორანს ფლობს.

ბეჭდვა