თბილისში ZARA-ს პირველი მაღაზია 6 აპრილს იხსნება
თბილისში ZARA-ს პირველი მაღაზია 6 აპრილს იხსნება
15:25 04.04.2012
თბილისში ZARA-ს ბრენდის ოფიციალური პირველი მაღაზია 6 აპრილს გაიხსნება. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ZARA-სა და Inditex-ის კავკასიის რეგიონის გენერალურმა დირექტორმა იასინ სიბარიმ განაცხადა.

„ქართულ ბაზარზე ჩვენ შემოგვყავს მასში გაერთიანებული კიდევ 6 ბრენდი - MASSIMO, Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Pull & Bear. სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით ZARA-ში კოლექცია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება“-განაცხადა სიბარმა.

მისივე განმარტებით, მენეჯმენტმა ქართული ბაზარი შეისწავლა და ჩათვალა, რომ ქართველი მომხმარებელი მზადაა მსოფლიო ბრენდების პროდუქციის შესაძენად, ამიტომ საშიშროება იმისა, რომ მათი პროდუქცია არ გაიყიდება, არ არსებობს. რაც შეეხება პროდუქციის ფასებს, ის იდენტური იქნება ევროპაში არსებული ZARA-ს მაღაზიების პროდუქციისა.

ZARA-ს მაღაზიებში ფასდაკლებები წელიწადში ორჯერ - გაზაფხულ-ზაფხულში და შემოდგომა-ზამთარში 15-20%-ოს ოდენობით დაწესდება.

სამომავლოდ, თბილისში კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნება და ქსელი ბათუმშიც გაფართოვდება.

დღეისთვის, ZARA-ს ბრენდი მსოფლიოს 78 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ბეჭდვა