თელავში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება
თელავში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება
10:17 04.04.2012
თელავში დღეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თელავის განახლებულ ნაწილში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრისა და მანქანების გაქირავების ტრანსნაციონალური კომპანია “Hertz”-ის ფილიალის გახსნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაესწრებიან.
„მნიშვნელოვანია, რომ კახეთი არის პირველი რეგიონი, სადაც მანქანების გაქირავების კომპანიის ფილიალი დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს თავისთავად კახეთის რეგიონში შიდა და უცხოელი ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ მოგზაურობას უზრუნველყოფს“- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ბეჭდვა