გიორგი კარბელაშვილი ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს
გიორგი კარბელაშვილი ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს
16:45 03.04.2012
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ჩინურ კომპანია "HUAWEI"-სთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
როგორც "ნიუსპრესს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულება ჩინური კომპანიის მიერ საქართველოსთვის კომპიუტერული ტექნიკის, მონაცემთა ცენტრისა და უახლესი VDI ტექნოლოგიით მომუშავე 200 კომპიუტერის სრული კომპლექტის გადაცემას ითვალისწინებს.
ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს საღამოს გაიმართება.

ბეჭდვა