საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილება დღეს, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე.
საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა 9 წლიანი პაუზის შემდეგ ტარდება.
სხდომაზე საქართველო-უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავებისთვის.
საქართველოს მხრიდან კომისიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობს, ხოლო უზბეკეთის მხრიდან - საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე აკმალ კამალოვი.
