"რედისონში" მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა მიმდინარეობს
"რედისონში" მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა მიმდინარეობს
14:25 03.04.2012
ქართული მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა სასტუმრო "რედისონში" გაიხსნა.
გამოფენა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მასში 16 კომპანია მონაწილეობს.
ღონისძიებაზე ქართული კომპანიების მიერ წარმოებული მინერალური წყლები და ნატურალური წვენები იყო წარმოდგენილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.
გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები საკუთარი პროდუქტის დადებით თვისებად ნატურალურობას ასახელებენ.
მათი აზრით, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა კომპანიის მომხმარებელთა რიცხვს გაზრდის.

ბეჭდვა