თბილისში ქართული მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა იმართება
თბილისში ქართული მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა იმართება
10:15 03.04.2012
ქართული მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა დღეს სასტუმრო "რედისონში" იხსნება.
როგორც "ნიუსპრესს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაზე 16 ქართული კომპანიის სხვადასხვა პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის - "აკვა გეო", "ყაზბეგი", "კასტელი", "კულა", "ნაბეღლავი", "ბორჯომი", "კამპა", "საირმე", "რაჭის წყაროები", "ნატახტარი", "ბიოპროდუქტი", "შხეფი", "ფლატე" და სხვა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა