ქართული მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა ხვალ სასტუმრო "რედისონში" გაიხსნება.
როგორც "ნიუსპრესს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაში 16 ქართული კომპანიის სხვადასხვა პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის - "აკვა გეო", "ყაზბეგი", "კასტელი", "კულა", "ნაბეღლავი", "ბორჯომი", "კამპა", "საირმე", "რაჭის წყაროები", "ნატახტარი", "ბიოპროდუქტი", "შხეფი", "ფლატე" და სხვა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.
გამოფენაზე საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან მიწვეული.
