სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ესპანური ბრენდის - "კამპოფრიოს" 40 სახეობის ძეხვეულის რეალიზაციას იწყებს.
"კამპოფრიოს" საქონლის, ღორის, ქათმისა და ინდაურის ხორცის პროდუქტების შეძენა 1.60 ლარიდან 25 ლარამდეა შესაძლებელი.
ესპანური ბრენდი "კამპოფრიო" 1952 წელს დაარსდა და ხორცპროდუქტების წარმოების დარგში ევროპულ ბაზარზე ლიდერობს.
"ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები ამჟამად აღმაშენებლის ხეივანის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, მარნეულში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ფუნქციონირებს.
