ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა კვლევა - "კონკურენციის პოლიტიკა და ბაზრის რეგულირების პრაქტიკა" ჩაატარა.
როგორც "ნიუსპრესს"ცენტრიდან აცნობეს, კვლევის შედეგებზე 5 აპრილს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე ცენტრის ექსპერტები კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს წარადგენენ, განიხილება ანტიმონოპოლიური რეგულირების როლი მდგრადი განვითარების სისტემაში და მისი მნიშვნელობა საზოგადოებრივი ინტერესის პოზიციიდან, ასევე როგორია ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში და მიმდინარე ცვლილებები და სხვა საკითხები.
პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნი, რომელშიც კვლევის შედეგებია ასახული,კონფერენციის მონაწილეებს დაურიგდებათ.
