გასული წლის ბიუჯეტის შესრულებაზე მთავრობამ ინფორმაცია მოამზადა
გასული წლის ბიუჯეტის შესრულებაზე მთავრობამ ინფორმაცია მოამზადა
14:04 02.04.2012
მთავრობის ინფორმაცია - 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ, პარლამენტში შევიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს  მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.

ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7%–ით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 9.2%–ით გაიზარდა. ნომინალურ გამოხატულებაში მშპ–მ 24.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 3,5 მილიარდით მეტია.

"გასულ წელს დეკლარირებულ პრიორიტეტებსა და ბიუჯეტის შესრულებაზე მთავრობა პარლამენტს ანგარიშს ჩააბარებს. კომიტეტებში განხილვის შემდეგ, პარლამენტი რეკომენდაციებს იძლევა მომავალი წლის ბიუჯეტის ოპტიმალურად დაგეგმვაზე" – განაცხადა საპარლამენტო მდივანმა.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 7 მილიარდ 436 მილიონი ლარი იყო.

ბეჭდვა