საკვები პროდუქტების გეოგრაფიულ აღნიშვნაზე საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ამოქმედდა
საკვები პროდუქტების გეოგრაფიულ აღნიშვნაზე საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ამოქმედდა
13:11 02.04.2012
საქართველოსა და ევროკავშირს შორის "სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" შეთანხმება ძალაში აპრილიდან შევიდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებს ევროკავშირის ტერიტორიაზე პროდუქცია შეაქვთ, რომელიც ქართული გეოგრაფიის ნაწილსაც მოიცავს, თუმცა, საპატენტო პირობებს არ შეესაბამება.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, მსგავსი შემთხვევები აღიკვეთება, შესაძლებელი გახდება იურიდიული ბერკეტების ამოქმედება. პროდუქციის სასაქონლო ნიშნების ჩამონათვალში მთელი რიგი დამატებითი პროდუქტი შევა.
მისი ინფორმაციით, ნუსხაში 18 დასახელების ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა შესული. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ შეთანხმების შედეგად ნუსხაში მათი ჩამონათვალი გაიზრდება.

ბეჭდვა