ქართულმა და ბულგარულმა მხარეებმა მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ქართულმა და ბულგარულმა მხარეებმა მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
10:36 02.04.2012
მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-რესტავრაციის საკითხზე იმსჯელეს საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ  ნიკოლაიშვილმა და ბულგარეთის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა ივაილო მოსკოვსკიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ორი ქვეყნის მინისტრებმა განაცხადეს, აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.
მათი თქმით, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწობს აზიიდან ევროპაში ტვირთების სწრაფ ტრანსპორტირებას და ტვირთბრუნვის გაზრდას.
მხარეებმა საქართველოში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.

ბეჭდვა