საქართველო და ბულგარეთი ელექტროენერგიის სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
საქართველო და ბულგარეთი ელექტროენერგიის სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
17:49 01.04.2012
საქართველო და ბულგარეთი ერთობლივ პროექტებს განხორციელებენ. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თავის ბულგარელ კოლეგა ბოიკო ბორისოვთან შეხვედრის  შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გილაურის ინფორმაციით, ბულგარეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი საქართველოს გავლით განხორციელდება. საქართველოს ელექტროენერგიის ბულგარეთში მიწოდება კი, თურქეთის გავლით იქნება შესაძლებელი.
ამასთან, სავაჭრო სფეროს განვითარების მიზნით როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლის შესახებ გარკვეული ღონისძიებების გატარება იგეგმება.
როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტები სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი საშუალებით, აზია ევროპას რუსეთის გვერდის ავლით დაუკავშირდება.
"აქამდე, თუ ეს ყველაფერი რუსეთის გავლით ხდებოდა ახლა შესაძლებელია აზია ევროპას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და ბულგარეთის დერეფნის მეშვეობით დაუკავშირდეს.ეს მნიშვნელოვანი იქნება ვაჭრობის განვითარებისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის" -განაცხადა გილაურმა.
ბოიკო ბორისოვი თბილისში დღეს ჩამოვიდა. იგი საქართველოს პრეზიდენტსა და პატრიარქს შეხვდება.

ბეჭდვა