დეპოზიტების მოცულობა 1 პროცენტით გაიზარდა
დეპოზიტების მოცულობა 1 პროცენტით გაიზარდა
12:18 01.04.2012
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა ერთ თვეში 1 პროცენტით გაიზარდა და 2012 წლის პირველი მარტისთვის 6.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი, 1 თებერვლის მონაცემს 66.9 მლნ ლარით აღემატება.
თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, მოთხოვნამდე დეპოზიტები 56.6 მლნ ლარით ანუ 1.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ვადიანი დეპოზიტები 10.3 მლნ ლარით ანუ 0.3 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 58.9 პროცენტი შეადგინა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 12.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.5 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი74.4 პროცენტია, ხოლო ევროს წილი 21.2 პროცენტი.

ბეჭდვა