კომპანია "კავკასიის ენერგია და ინფრასტრუქტურამ" ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გამათანაბრებელი
რეზერვუარის მშენებლობა უკვე დაასრულა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანიაში განუცხადეს, რეზერვუარი 88 მეტრი სიმაღლისაა და სადაწნეო გვირაბის პორტალიდან, მის გასწვრივ, 270 მეტრში მდებარეობს.
რეზერვუარის ფუნქცია გვირაბის საგანგებო ჩაკეტვის შემთხვევაში, წყლის მაღალი ნაკადისგან ტურბინების დაცვაა.
მისი მშნებელობა ძირითადათ ბურღვა–აფეთქების მეთოდით განხორციელდა.
კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებით, სადაწნეო გვირაბის გაყვანისთანავე გამათანაბრებელი რეზერვუარის მშნებლობა დაიწყება, ასევე მის მიმდებარედ არსებული გვირაბის კედლები ფოლადის ფურცლებით მოპირკეთება, რაც ჰესის ექსპლუატაციის პროცესში რეზერვუარისა და გვირაბის სტრუქტურულ მდგრადობას უზრუნველჰყოფს.
"კავკასიის ენერგია და ინფრასტრუქტურა" სააქციო საზოგადოებაა. წესდების მიხედვით მას ინვესტირება იმ ტრანსკავკასიურ კომპანიებში შეუძლია, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წარმოება წარმოადგენს. ამჟამად, კომპანია ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე (თურქეთის საზღვართან) 48 მვ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს.
