სსფ-სა და „სოკარს“ შორის გენერალური სპონსორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
სსფ-სა და „სოკარს“ შორის გენერალური სპონსორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
11:55 31.03.2012
კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ დღეს გენერალური სპონსორობის ხელშეკრულება გააფორმეს.

როგორც „ნიუსპრესს“ ფედერაციიდან აცნობეს, ხელშეკრულებას ხელი ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და საქართველოში „სოკარის“ წარმომადგენლობის დირექტორმა მაირ მამედოვმა მოაწერეს.
ხელშეკრულების საფუძველზე, „სოკარი“ ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას გაუწევს სპონსორობას. იგეგმება ახალი მინდვრების დაგება, საქართველოს რეგიონებში საფეხბურთო მოედნებსა და სპორტულ ბაზებზე სამშენებლო პროექტების განხორციელება.
სფფ-სა და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო.
„სოკარის“ დახმარებით, ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო მინდვრების მოვლისთვის საჭირო ძვირადღირებული ტექნიკა შეიძინა.

ბეჭდვა