კახეთის რეგიონში არსებული სასტუმროების, სასტუმრო სახლებისა და რესტორნების მენეჯერების ტრენინგი დასრულდა.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სწავლების წარმატებით გავლისთვის სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
მენეჯერებმა ტრენინგი ეფექტურ მომსახურებაში გაიარეს. ტრენინგის მიზანი მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება იყო, რათა კახეთში ჩასულმა ტურისტებმა თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღონ.
სამინისტროს ცნობით, დღეისთვის ეფექტური მომსახურების ტრენინგი უკვე გაიარეს შემოსავლების სამსახურის, მერიისა და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა.
