„კავკასუს ონლაინმა“ და „გუდვილკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
„კავკასუს ონლაინმა“ და „გუდვილკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
18:10 30.03.2012
შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა - გუდვილკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიამ ორივე შემთხვევაში, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გასცა.
„კავკასუს ონლაინმა“ ნებართვა 10 000 სააბონენტო ნომერზე, ხოლო „კეთილი ნების კომუნიკაციებმა - გუდვილკომმა“ 100 ნომერზე მიიღო.

ბეჭდვა