კონტროლის პალატის რეფორმირების პროცესი გრძელდება
კონტროლის პალატის რეფორმირების პროცესი გრძელდება
12:17 30.03.2012
განსაზღვრულია ახალი მიზნები და ამოცანები, რომლებიც კონტროლის პალატის ინსტიტუციურ გაძლიერებას უკავშირდება. ამის შესახებ კონტროლის პალატის  ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა კაონტროლის პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.
კონფერენციის თემაა "უკეთესი მმართველობის უზრუნველყოფა ფინანსური კონტროლით, გარე აუდიტის რეფორმა საქართველოში". კონფერენცია GTZ-ს პროექტის "საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა" ფარგლებში იმართება.
ბეჟაშვილის თქმით, გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება აქტიურადაა ჩართული კონტროლის პალატის რეფორმირების პროცესში და შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა ამ მხრივ ახალი ეტაპი იქნება. ღონისძიებაზე მსჯელობა საჯარო ფინანსების მართვის პროცესში კონტროლის პალატის როლზე გაიმართება.
კონფერენციაზე მსჯელობა გაიმართა განხორციელებულ რეფორმებზე, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიაზე, კონტროლის პალატის დამოუკიდებლობის საკითხებზე, პალატის ახალი მანდატის - "პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის" შესრულებასა და სხვა საკითხებზე.
კონფერენციაში კონტროლის პალატის, პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანზაციების, გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ოფისების, GTZ-ისადა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენცია ერთდღიანია და დღეს დაასრულდება.

ბეჭდვა