საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებს, რომლებმაც მსოფლიო ბანკის სემინარები გაიარეს, დღეს სერტიფიკატები გადაეცემათ.
როგორც "ნიუსპრესს" კონტროლის პალატადან აცნობეს, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება.
აუდიტორებს სემინარების კურსი მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა წაუკითხეს.
სემინარის თემები მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგება, აუდიტის პოლიტიკა და პროცედურები, ბანკის ფინანსური აუდიტის დაგეგმვა და ანგარიშის მომზადება იყო.
კონტროლის პალატის აუდიტორებს სემინარებზე მიღებული ცოდნა მსოფლიო ბანკისა და დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტებისა და სხვა მიზნობრივი სესხების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებაში დაეხმარა.
