საერთაშორისო ტურიზმის საკონსულტაციო ესპანური კომპანია THR-ის ექსპერტები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.
THR-ის ექსპერტები დღეს კახეთს ესტუმრებიან და კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს შეხვდებიან.
ესპანელი სტუმრები ორი დღის განმავლობაში კახეთის ტურისტულ პოტენციალს და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნობიან.
