საერთაშორისო ტურიზმის საკონსულტაციო ესპანური კომპანია THR-ის ექსპერტები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.
THR-ის ექსპერტები ხვალ კახეთს ეწვევიან. სტუმრები კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს შეხვდებიან.
ესპანელი სტუმრები ორი დღის განმავლობაში კახეთის ტურისტულ პოტენციალს და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნობიან.
