ჯაბა სამუშია 2012 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილებებს აპროტესტებს
ჯაბა სამუშია 2012 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილებებს აპროტესტებს
15:12 29.03.2012
ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ჯაბა სამუშია 2012 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს აპროტესტებს.

როგორც სამუშიამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკრებულოში მერიიდან ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი შევიდა, რომელშიც ჯანდაცვისა და ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროექტების დაფინანსებას ერთიანობაში 8 მლნ ლარი აკლდება.

მისი თქმით, აღნიშნული 8 მლნ-დან საციგურაო მოედნის რეკონსტრუქციისა და სპორტული ღონისძიებებისთვის გამოყოფილ თანხას - 1 100 000 ლარი, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს - 1 500 000 ლარი, ზოოლოგიური და ეროვნული პარკის განვითარების კონცეფციის საკითხს - 300 000 ლარი ემატება, ხოლო ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურის აპარატის ოფისის ხარჯები 500 000 ლარით იზრდება.

„ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის შესწორებაში გათვალისწინებული თანხები წინასაარჩევნო კამპანიას უნდა მოხმარდეს“ - განაცხადა სამუშიამ.

მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში კულტურული ღონისძიებებისთვის 16 მლნ ლარია გათვალისწინებული.


ბეჭდვა