„ექსპო ჯორჯიაში“ ტურისტული გამოფენა გაიმართება
„ექსპო ჯორჯიაში“ ტურისტული გამოფენა გაიმართება
13:32 29.03.2012
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტურისტული გამოფენა გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოფენა 6, 7 და 8 აპრილს იგეგმა. მასში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურისტულ გამოფენაზე საქართველო ხალხური რეწვის ნამუშევრებს, ასევე, რამდენიმე სასტუმროსა და ავიაკომპანიის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.

გამოფენას 2 მიმართულება ექნება. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების სასტუმროებსა და ავიაკომპანებს გააცნობენ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე, სტუმრებს გაეცნონ მათთვის საინტერესო სიახლეებს.

გამოფენას „ექსპო ჯორჯია“ მერიის მხარდაჭერით მართავს.

ბეჭდვა