სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრები გურჯაანის რაიონში იმყოფებიან.
დიმიტრი გვინდაძე და ზაზა გოროზია ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლებას გულისხმობს.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე დღგ-სგან თავისუფლდება. დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება ასევე, ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი, ან გაციებული ხორცის მიწოდება.
