"სამტრესტის" ხელმძღვანელის პოსტზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება
"სამტრესტის" ხელმძღვანელის პოსტზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება
19:33 28.03.2012
ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის "სამტრესტის" ხელმძღვანელის შერჩევა ძალიან რთული აღმოჩნდა და ამ პოსტზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. ეს განცხადება ანტიკრიზისული  საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატები "სამტრესტის" ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხით დაინტერესდნენ.

ზაზა გოროზიამ აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზეკონკურსი ერთხელ უკვე გამოცხადდა და 200 განაცხადი შევიდა. მათგან რამდენიმე შესაბამის კომისიას გადაუგზავნეს, თუმცა, კომისიამ აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნად ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეარჩია.

ამდენად, "სამტრესტის" ხელმძღვანელის პოსტზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.



ბეჭდვა