"თელასს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
"თელასს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
13:08 28.03.2012
სააქციო საზოგადოება "თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანიიდან აცნობეს, 2004 წლის ოქტომბერში მანუკიანი ღია სააქციო საზოგადოება - "რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის" ფინანსებისა და ეკონომიკის დარგში გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2011 წლის თებერვლიდან ის აღნიშნული კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა.

სააქციო საზოგადოება "თელასი" საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ელექტროენერგიით დედაქალაქს ამარაგებს.

კომპანია ელექტროენერგიას 450 ათასზე მეტ მომხმარებელს აწვდის. 2003 წლის აგვისტოში კომპანია "ინტერ რაო ეეს"–ის შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო ეეს" მფლობელობაში "თელასის" აქციათა 75%-ია, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.

ბეჭდვა