სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" იტალიური ბრენდის - "პასტა ზარას" მაკარონის პროდუქტების რეალიზაციას იწყებს.
"პასტა ზარას" 16 სხვადასხვა სახეობის მაკარონის შეძენა 1.95 ლარიდან 2.95 ლარამდე ფასშია შესაძლებელი.
"პასტა-ზარას" მაკარონების წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება აქვს და უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს. იგი სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქციასაც აწარმოებს.
"სმარტს" დაახლოებით 15 ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ფუნქციონირებს.
