საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იწყება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იწყება
10:36 28.03.2012
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური პირველი რაუნდი დღეს იწყება. ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი თავისუფალი ვაჭრობის დონეებს შეეხება.
"ეს პროცესები შეთანხმების ფარგლებში ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხია და მივესალმებით ამ მოლაპარაკებებს" - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ოფიციალური პლენარული სესია დღეს გაიმართება.
კალანდაძის ინფორმაციით, სხდომაზე კონკრეტული ჩარჩო საკითხები განიხილება - ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ასევე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების და დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები.


ბეჭდვა