"ილიაუნი ბიზნეს რევიუ" კვლევის პრეზენტაციას გამართავს
"ილიაუნი ბიზნეს რევიუ" კვლევის პრეზენტაციას გამართავს
19:27 27.03.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ მომზადებული "საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების კვლევის" პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც "ნიუსპრესს" უნივერსიტეტიდან აცნობეს,კვლევა საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების შესახებ სრულ ინფორმაციას მოიცავს. მასში ასევე ასახულია სესხების სტანდარტული პაკეტები.

კვლევა მიმიდანარე წლის 1 მარტიდან - 18 მარტის პერიოდში ჩატარდა და მისი ობიექტი15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

კვლევის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხირდან შეთავაზებული პროდუქტები - იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ბიზნეს სესხი და ავტოსესხი განიხილეს.

ასევე, წარმოდგენილი იქნება, კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული ყველაზე იაფი სესხი, ყველაზე ძვირი სესხი და საბანკო სექტორის მიერ შემოთავაზებული ანალოგიური სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუ" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ მზადდება.

ბეჭდვა