რკინიგზა თბილისში კომპანია "საქკაბელის" კაბელით დაკომპლექტდება
რკინიგზა თბილისში კომპანია "საქკაბელის" კაბელით დაკომპლექტდება
18:57 27.03.2012
2013 წლის ბოლომდე რკინიგზის შემოვლითი გზა თბილისში კომპანია "საქკაბელის" კაბელებით დაკომპლექტდება.

"საქართველოს რკინიგზა" 2011 წლამდე სპეციფიკურ კაბელზე იყო დამოკიდებული, რომელსაც ევროპაში მხოლოდ ერთი - რუსული ქარხანა უშვებდა. რუსული პროდუქცია "საქკაბელში" შექმნილი სადენებით ჩანაცვლდება.

"საქკაბელი" 1959 წელს დაარსდა. წარმოების რეაბილიტაცია ახალი მენეჯმენტის მიერ 2006 წლიდან დაიწყო და დღეს 2000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტს აწარმოებს.

კომპანიამ "საქართველოს რკინიგზისთვის" სპეციფიკური კაბელებიც დაამზადა, რომლის ექსპორტი სომხეთის რესპუბლიკაშიც ხორციელდება.

ბეჭდვა