ედვარდ გარდნერი - "საქსტატს" მეტი რესურსი სჭირდება
ედვარდ გარდნერი - "საქსტატს" მეტი რესურსი სჭირდება
16:42 27.03.2012
"საქსტატს" მოვალეობის უკეთ შესასრულებლად მეტი რესურსი სჭირდება.  აღნიშნული რეკომენდაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ მოხსენებაშია გათვალისწინებული.

სსფ-ს ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის სისტემის შემაჯამებელი შეფასება დღეს გამოქვეყნდა.

როგორც სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ედვარდ გარდნერმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთი რეკომენდაცია ანგარიშგების დაცულობაა.

"ვინც "საქსტატში" სტატისტიკურ მონაცემებს წარადგენს მათზე ძალდატანება არ უნდა ხდებოდეს"- განაცხადა გარდნერმა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 2011 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა და მისს მიზანს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის სისტემის შეფასება წარმოადგენდა.

შეფასების მიხედვით, წინა მსგავსი - 2002 წლის მისიის შემდეგ, საქართველოს სტატისტიკის სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს.

ფონდის შეფასებაში ეროვნული ანგარიშების, ფასების სტატისტიკის, ფისკალური და მონეტარული სტატისტიკის, საგადასახადო ბალანსის წარმოების პრაქტიკა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის ხარისხია გათვალისწინებული.

ბეჭდვა